
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მაღალკვალიფიციური მეკარის ყიდვას აპირებს.
გაზეთის ცნობით, ფლორენტინო პერესმა თვალი დავიდ დე ხეას დაადგა. “მანჩესტერ იუნაიტედის” 24 წლის გოლკიპერი სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არც იმის იმედი აქვს, რომ “რეალი” იკერ კასილასს შეელევა.
გარდა ამისა, “წითელი ეშმაკები” დე ხეას სანაცვლოდ 68 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც მეკარის ტრანსფერისთვის გიგანტური ციფრია. არა და, “იუნაიტედმა” 4 წლის წინ დავიდის სანაცვლოდ “ატლეტიკოს” 22,7 მილიონი გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ დე ხეა მანჩესტერულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რადგან კლუბი მის მოთხოვნას, ჩაეწეროს კონტრაქტში ფიქსირებული გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროს ოდენობით, არ აკმაყოფილებს.
თუ დე ხეას ტრანსფერი არ გამოვიდა, “რეალ მადრიდი” ლონდონის “ჩელსის” მეკარის, პეტერ ჩეხის ტრანსფერზე გადაერთვება. ჩეხს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და “სტემფორდ ბრიჯის” დატოვება გადაუწყვეტია.
არ იცი გადმოწერა ?! ისწავლე აქედან.
![]() |
სულ კომენტარები: 0