საიტის ჩატი
200
რეკალმა საიტზე
TOP სიახლეები
საიტის გამოკითხვა
რა დავამატოთ ყველაზე ხშირად ?
სულ პასუხი: 9
რეკლამის ადგილი
თარიღი: 2015-04-01
კატეგორია: სხვადასხვა

ამ გვერდზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ საიტის ადმინისტრაციას, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფაილი. ხოლო ჩვენი გუნდი შეეცდება შეასრულოს თქვენი თხოვნა, რაც შეიძლება მოკლე დროში.

სრულიად
  • კომენტარები: 0
  • ნანახია: 821



თარიღი: 2015-04-03
კატეგორია: სხვადასხვა

GOAL.COM-ი ოფიციალურად იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ნატანიელ კლაინის ტრანსფერზე მუშაობს.

ცნობილია, რომ ლუი ვან გაალი მზად არის ინგლისელის სანაცვლოდ ჩიჩარიტო დათმოს და 35 მილიონიც დაამატოს.

ცნობისთვის, კლაინი 23 წლის მცველია და ის “საუთჰემპტონის ღირსებას იცავს. ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებშიც ირიცხება, სადაც 4 თამაში ჩაატარა.

წყარო წერს, რომ “იუნაიტედი” “საუტჰემპტონის” მცველისთვის მზად არის მეტიც გადაიხადოს.

რაც შეეხება ჩიჩარიტოს, ის ამჟამად მადრიდის “რეალში” ირიცხება, თუმცა მუდმივად სათადარიგო სკამზე ზის, რის გამოც სხვა გუნდში გადასვლა სურს.

სრულიად
  • კომენტარები: 0
  • ნანახია: 665



თარიღი: 2015-04-03
კატეგორია: სხვადასხვა

“მილანის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლილის” ცენტრალური მცველის, სიმონ კიაერის გადაბირებას შეეცდება.

მიუხედავად ამისა, კიარეის ყიდვა “როსონერისთვის” ძალიან ძნელი იქნება. ცენტრალური მცველის დამაჯერებელმა თამაშმა უამრავი გრანდის ყურადღება მიიპყრო. ასე, რომ ახლა კიარეისთვის “მილანთან” ერთად “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” იბრძოლებს.

ცნობისთვის, “ლილი” ამ სეზონში არადამაჯერებლად თამაშობს, ამიტომაც სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა გუნდი ბევრმა ლიდერმა დატოვოს.

სრულიად
  • კომენტარები: 0
  • ნანახია: 668



თარიღი: 2015-04-03
კატეგორია: სხვადასხვა

ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მაღალკვალიფიციური მეკარის ყიდვას აპირებს.

გაზეთის ცნობით, ფლორენტინო პერესმა თვალი დავიდ დე ხეას დაადგა. “მანჩესტერ იუნაიტედის” 24 წლის გოლკიპერი სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არც იმის იმედი აქვს, რომ “რეალი” იკერ კასილასს შეელევა.

გარდა ამისა, “წითელი ეშმაკები” დე ხეას სანაცვლოდ 68 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც მეკარის ტრანსფერისთვის გიგანტური ციფრია. არა და, “იუნაიტედმა” 4 წლის წინ დავიდის სანაცვლოდ “ატლეტიკოს” 22,7 მილიონი გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ დე ხეა მანჩესტერულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რადგან კლუბი მის მოთხოვნას, ჩაეწეროს კონტრაქტში ფიქსირებული გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროს ოდენობით, არ აკმაყოფილებს.

თუ დე ხეას ტრანსფერი არ გამოვიდა, “რეალ მადრიდი” ლონდონის “ჩელსის” მეკარის, პეტერ ჩეხის ტრანსფერზე გადაერთვება. ჩეხს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და “სტემფორდ ბრიჯის” დატოვება გადაუწყვეტია.

სრულიად
  • კომენტარები: 0
  • ნანახია: 689



1 2 »